მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 9:14

13. მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა,14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა.15. და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთჳს და დღისა და თჳსა და წელიწადისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 9
14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა.
წიგნი 9
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვითარცა მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტჱ ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. (2) და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზჱ და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. (3) და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. (4) და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. (5) და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა ტანჯნენ იგინი ხუთ თთუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა.

თარგმანი. ვარსკულავად გულისჴმა ვჰყოფთ ანგელოზსა, რომელი გარდამოვიდეს განჴსნად ბოროტთა მათ ეშმაკთა, რომელნი უფალმან შეკრნა განკაცებითა თჳსითა, რაჲთა უწინარჱს აღსასრულისა ქმნენ საქმენი მათნი და მიერითგან უკუნისამდე იტანჯებოდინ. ხოლო კუამლი არს ბრძოლათა მათთა სიბნელჱ, რომელთა მიეცემის ჴელმწიფებაჲ ტანჯვად კაცთა....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის