გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 1:11
10. იოთ. ჴელი თჳსი განირთხა მაჭირვებელმან ყოველთა ზედა გულისსათქმელთა თჳსთა, რამეთუ იხილნა წარმართნი შესრულად სიწმიდესა შინა მისსა, რომელთასა ამცნებდ არშესლვად ეკკლესიად შენდა.11. ხაფ. ყოველსა ერსა მისსა სულთმთქმელთა, მეძიებელთა პურისათა მისცნა გულისსათქმელნი თჳსნი საჭამადად მოქცევისათჳს სულისა. იხილე, უფალო, და მოიხილე, რამეთუ ვიქმენ უპატივო.12. ლამედ. ჩუენდამო ყოველთა თანწარმავალთა გზისათა ზედმოიხილეთ და იხილეთ, უკეთუ არს ლმობაჲ ლმობისაებრ ჩემისა, რომელი იქმნა. მჴმობელმან ჩემ შორის დამამდაბლა მე უფალმან, დღესა შინა რისხვისა გულისწყრომისა მისისასა.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 1