გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 1:13
12. ლამედ. ჩუენდამო ყოველთა თანწარმავალთა გზისათა ზედმოიხილეთ და იხილეთ, უკეთუ არს ლმობაჲ ლმობისაებრ ჩემისა, რომელი იქმნა. მჴმობელმან ჩემ შორის დამამდაბლა მე უფალმან, დღესა შინა რისხვისა გულისწყრომისა მისისასა.13. მემ. სიმაღლისაგან მისისა მოავლინა ცეცხლი ძუალთა შორის ჩემთა, გარდამოავლინა იგი ჩემ ზედა, განურთხა ბადე ფერჴთა ჩემთა, მიმაქცია მე მართლუკუნ, მიმცა მე უჩინოქმნილად დღე ყოელ მგლოვარე.14. ნონ. იღჳძა უთნოობათა ზედა ჩემთა, ჴელთა შინა თჳსთა შემთხზნა მე, დაამძიმა უღელი მისი ქედსა ზედა ჩემსა, მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მომცნა უფალმან ჴელსა შინა ჩემსა სალმობანი, რომელთაჲ ვერ მიძლავს წინ დადგმაჲ.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 1