გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 1:15
14. ნონ. იღჳძა უთნოობათა ზედა ჩემთა, ჴელთა შინა თჳსთა შემთხზნა მე, დაამძიმა უღელი მისი ქედსა ზედა ჩემსა, მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მომცნა უფალმან ჴელსა შინა ჩემსა სალმობანი, რომელთაჲ ვერ მიძლავს წინ დადგმაჲ.15. საემხ. აღიხუნა ყოველნი ძლიერნი ჩემნი უფალმან შორისისაგან ჩემისა, მოუწოდა ჩემ ზედა ჟამსა შემუსრვად რჩეულთა ჩემთა. ვითარცა საწნეხელი, დაწნიხა უფალმან ქალწული, ასული იუდაჲსი.16. აინ. ამათ ზედა მე ვტირ. თუალმან ჩემმან დამოადინა წყალი, რამეთუ განმეშორა ჩემგან ნუგეშინისმცემელი ჩემი, მომაქცეველი სულისა ჩემისაჲ. იქმნეს ძენი ჩემნი განქარვებულ, რამეთუ განძლიერდა მტერი.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 1