გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 1:7
6. ოავ. და წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერება მისი იქმნეს მთავარნი მისნი, ვითარცა ვერძნი ვერმპოვნელნი საძოვარსა და ვიდოდეს არაძლებით წინაშე პირსა მდევრისასა.7. ზაინ. მოიჴსენნა ისრაჱლმან დღენი დამდაბლებისა მისისანი და განგდებისა თჳსისანი და ყოველთა გულისსათქმელთა მისთაჲ, რაოდენნი იყუნეს დღეთაგან პირველთა დაცემასა შინა ერისა მისისასა, ჴელითა მაჭირვებელისაჲთა და არა იყო შემწე მისი, მხილველთა მტერთა მისთა განიცინნეს გარდასახლვასა ზედა მისსა.8. ეთ. ცოდვაჲ ცოდა ისრაჱლმან. ამისთჳს სარყეველ იქმნა ყოველთა მადიდებელთა მისთა, უპატივო-ყვეს იგი, რამეთუ იხილეს უშუერება მისი, და თჳთ იგიცა სულთ-ითქმიდავე, და უკუნიქცა მართლუკუნ.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 1