გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 2:13
12. ლამედ. დედათა მათთა ეტყოდეს: სადა იფქლი და ღჳნოჲ დაჴსნასა შინა მათსა, ვითარცა-რაჲ წყლულთა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა შინა სულთა მათთასა შორის წიაღთა დედათა მათთაჲსა.13. მემ. რაჲ გიწამო შენ, ანუ რასა გამსგავსო შენ, ასულო იერუსალიმისაო? ვინ გაცხოვნოს შენ, ანუ ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო სიონისაო! რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ განგკურნოს შენ?14. ნონ. წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს შენი ამაოებაჲ და უცნობელობა, და არა განაცხადეს უსამართლოება შენი მოსაქცეველად ტყუეობისა შენისა, და იხილნეს შენნი ნეშტნი ამაონი, და განგაგარეეს შენ.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 2