მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 12:10

9. უმჯობეს არს კაცი, რომელი შეურაცხებასა შინა ჰმონებდეს თავსა თჳსსა, ვიდრე რომელი პატივსა ეძიებდეს თავისა თჳსისასა და ნაკლულევან იყოს პურითა.10. სწყალობნ მართალი სულსა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო ნაწლევნი უღმრთოთანი უწყალოჲ.11. რომელი იქმოდის თჳსსა ქუეყანასა, განძღეს პურითა, ხოლო, რომელნი შეუდგენ ამაოებასა, უგუნურ არიან; რომელთა ტკბილ-ეყოს შეყოფა ღჳნისა, საყოფელთა შინა თჳსთა დაუტევიან უპატიოებაჲ.
იგავთა თავი 12
10. სწყალობნ მართალი სულსა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო ნაწლევნი უღმრთოთანი უწყალოჲ.
სიტყვა პირუტყვების შებრალებისათვის თქმული სობოროში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართა თვისთასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო (იგავ. სოლ. იბ, ი).

სოლომონ ბრძენი, მეფე ურიათა, წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვათა მშვენიერთა დარიგებათა შორის, სწერს ამ დარიგებასაც: მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო; ესე იგი, კაცი მართალი და კეთილი სწყალობს ცხოვართა, ანუ საქონელსა: მას ებრალება იგინი; ხოლო კაცი უკეთური და ბოროტი არის უწყალო პირუტყვთან, ანუ შინაურს საქონელთან!

ძმანო ჩემნო ქრისტიანენო! დღეს მე მსურს მოგელაპარაკო ამ საგანზე; მსურს აღგიხსნა იმ ზნეობის სწავლა, რომელსაც გვაძლევს ჩვენ სოლომონ ბრძენი ამ სიტყვებში, რომელიც ახლა მოვიყვანეთ; ესე იგი, როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი საქონელთან და როგორ უნდა უვლიდეს მას. თუ ვინმე იფიქრა: ეს საგანი არის მცირე და არა შესაფერი ამ წმიდა ადგილსა, მას მე ვუპასუხებ: თუ მცირე იყოს იგი და შეუსაბამო, დიდი ბრძენი და წარჩინებული მეფე სოლომონ არ აჰხსენებდა მას წიგნსა შინა თვისსა. ვინც ფიქრობს, რომ ამ საგანზე არა ღირს უბნობა ეკკლესიასა შინა, მას უთუოდ არ უნახავს, რა უწყალოდ ეპყრობიან ჩვენში პირუტყვთა; მას არ უფიქრია, რომ დიდი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის