...არაღდეთ, სიტყვებისგანაც ვიფრთხილოთ და საქმეებისგანაც თავი შევიკავოთ, რომლებსაც ჩვენთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ, და, საჭმლის მარხვასთან და სხვა სათნოებებთან ერთად, უხვი მოწყალებაც გავუწიოთ ღარიბებს, ვიცოდეთ რა, რა მისაგებელი გველის მათთვის მზრუნველობის სანაცვლოდ. „ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკთა" (), — ამბობს (წერილი). შეხედე, რა ახალი და არაჩვეულებრივი სახეობის სესხია: ერთი იღებს, ხოლო სხვა ხდება მოვალე. მაგრამ, ამის გარდა, აქ არაჩვეულებრივი ისიც არის, რომ სესხის მიცემით არც უმადურობას განიცდი და არც რაიმე სხვა ზიანს. არა, ღმერთი გპირდება, რომ არა მხოლოდ მეასედი მისცეს მოგებად, როგორც აქ ხდება, არამედ ას წილად მეტი მისცეს სესხისა; ამითაც არ კმაყოფილდება, არამედ ამჟამინდელ საუკუნეში ასე მოგზღავს რა, მომავალში საუკუნო სიცოცხლეს (მოგვცემს). ამჟამინდელ ცხოვრებაში ვინმე რომ გვპირდებოდეს მხოლოდ ორმაგად დაბრუნებას, სიხარულით მივცემდით მთელ ქონებას, მაგრამ აქ რაოდენი უმადურობა და რაოდენი მოტყუებაა ანგარებისგან! ბევრი წესიერ ადამიანთაგანიც ვალს ვერ აბრუნებს ან უგუნურებით, ან ხშირად სიღარიბითაც კი. მაგრამ ყოვლის მეუფეზე ასეთი არაფერი იფიქრება; პირიქით, მიცემული თანხა უვნებლად რჩება და ვალისთვის ასმაგ მისაგებელს გვპირდება, ხოლო მომ...
იგავთა 19:1
1. უმჯობეს არს უმეცარი, რომელი ვლიდეს ერთგულად, ვიდრეღა ორგულებით ბაგეთა ხრიდეს.2. უმეცრება სულისა თვისასა არა კეთილ, ხოლო დაუდგრომელობა ფერჴთა ცოდვათა შეიმთხვევს.
იგავთა თავი 19