მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 31:12

11. მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს;12. რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა,13. მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა,
იგავთა თავი 31
12. რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა,
სიტყვა ხარებასა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

აწინდელი დღესასწაული, ძმანო და დანო ჩემნო ქრისტიანენო, უნებრივად მიაქცევს გონებასა ჩვენსა დედა-კაცთა მიმართ და მოითხოვს ჩვენგან, რათა სიტყვა ჩვენ დღეს მოვიხმაროთ საკუთრად მათდა სასწავლებლად და დასარიგებლად მისთვის, რომელ პირი იგი, რომელსა დღეს წმიდა ეკკლესია აღამაღლებს და ადიდებს, იყო დედა-კაცი და მისცა დედა-კაცთა საკვირველი სახე ცხოვრებისა. თუ ვინმე, წინააღმდეგ ჩვენისა ამის განზრახვისა, სიტყვას მოგვიგებს ჩვენ და ესრეთ გვეტყვის: რა საჭირო არის საკუთარი სწავლა და დარიგება დედა-კაცებისათვის? ნუ თუ სარწმუნოება, სასოება და სიყვარული და ყოველივე ჩვენი სჯულის სწავლა ერთი და იგივე არ არის ორთავე სქესისათვის? მას მე უპასუხებ: სჯული ერთი გვაქვს ორთავე სქესთა, გარნა ზნეობითი სწავლა და დარიგება განსხვავებული უნდა იქმნეს ქალებთათვის, ვინაიდგან ღმერთმან ამათ სხვა მნიშვნელობა მისცა და საკუთარი საქმე დაუნიშნა. დასამტკიცებლად ამისა ჩვენ ვხედავთ, რომელ საღმრთონი წიგნნი ორისავე აღთქმისანი მრავალ-გზის საკუთარსა და განსხვავებულსა დარიგებასა აძლევენ დედა-კაცთა. მაგალითებრ, ის ზემო თქმულნი სიტყვანი, რომლითა ჩვენ დავიწყეთ ეს უბნობა, წარმოთქმულ არიან დიდისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის