...ასე ამბობდა ნეტარი იობიც, როცა წარმოთქვამდა: „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო“ (). და კვლავ: „უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა?“ (). მაგრამ მე, ამბობს, სიმდიდრე არ მომცა. მაშ, ჭრილობაც ნაკლებია. რადგან ერთი და იგივე არ არის, როცა კაცი სიმდიდრის სიკეთეებით სარგებლობის შემდეგ მისგან გაშიშვლდება, და როცა მას არც კი გამოუცდია იგი და სიღარიბეში ცხოვრობს. თუ მრავალ ღარიბს, როცა სხვების უბედურებას ხედავს და თავის მწუხარებას ადარებს, შედარების გამო საკუთარი მდგომარეობა უფრო მძიმე ეჩვენება, მაშ იფიქრე, რამდენად მძიმე იქნება გულგატეხილობა, როცა შედარებას სხვასთან კი არ აკეთებს, არამედ საკუთარ წარსულთან, რადგან გამოცდილება დაკარგვის შეგრძნებას უფრო მძაფრს ხდის. ამიტომ უშვილობაც თავიდანვე უფრო მსუბუქია, ვიდრე ის, რომელიც მრავალშვილიანობის შემდეგ მოდის....
იობისა 2:1
1. და იყო დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე უფლისა. და ეშმაკი შორის მათსა წარდგომად წინაშე უფლისა.2. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მაშინ თქუა ეშმაკმან წინაშე უფლისა: გამივლიეს ცასა ქუეშე და მომიხილავს ყოვლითურთ და აწ შენ წინაშე ვარ.
იობისა თავი 2