იობისა 2:12
11. და ვითარცა ესმა სამთა მათ მეგობართა მისთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მოიწია მის ზედა, მოვიდეს კაცად-კაცადი სოფლისაგან თჳსისა ხილვად, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. ელიფას, თემანელთა მეფე, ბალდას, სავქელთა მთავარი, სოფარ, მინეველთა მეფე. და მოვიდეს მისა ერთბამად ნუგეშინისცემად და ხილვად მისა.12. ვითარცა იხილეს შორით, ვერ იცნეს იგი და ღაღად-ყვეს ჴმითა მაღლითა და ტიროდეს. და გარდაიპო კაცად-კაცადმან სამოსელი თჳსი და მიწა გარდაისხეს თავსა.13. და დასხდეს მის თანა შჳდ დღე და არავინ მათგანი იტყოდა არას, რამეთუ ხედვიდეს წყლულებასა მისსა ბოროტსა და დიდსა ფრიად
იობისა თავი 2