მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 2:9

8. და მოიღო იობ კეცი, რათა წუთხსა იხუეტდეს. და დაჯდა იგი სკორესა ზედა გარეშე ქალაქსა. და ვითარცა ჟამი მრავალი წარჴდა,9. ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ, აჰა ესერა, მოველი ჟამსა მცირედღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ? აჰა ესერა, წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი იგი მუცლისა ჩემისანი, ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა შენ, ეგერა, თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე. მე, შეცთომილი მსახური შენი, ადგილითი ადგილად და სახლითი სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათა ჩემთაგან და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.10. ხოლო იობ მიჰხედა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათასა იტყჳ? უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არა რაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.
იობისა თავი 2
9. ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ, აჰა ესერა, მოველი ჟამსა მცირედღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ? აჰა ესერა, წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი იგი მუცლისა ჩემისანი, ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა შენ, ეგერა, თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე. მე, შეცთომილი მსახური შენი, ადგილითი ადგილად და სახლითი სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათა ჩემთაგან და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. წმინდანთა არცოდნა და მოძღვრის ზრუნვა:

...ზიდან გადაცდენა? რადგან, როცა თვით ჩვენ ვერ დაგვძლევს, სხვა გზით, ჩვენი მეშვეობით, უფრო უძლურებს არყევს; ეს კი მეტისმეტი უძლურების ნიშანია და არავითარი თავისმართლება არა აქვს, როგორც იობის შემთხვევაში მოიქცა, როცა მისი ცოლი აღძრა: „აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე" ().1 იხილე, როგორ გამოცადა იობის ცოლი. რატომ არ თქვა პავლემ: „შეარყია", არამედ: „გამოცადა"? იმიტომ, ამბობს, რომ მხოლოდ ეს მეპარებოდა ეჭვად — ხომ არ გამოიცადეთ; რადგან მაცდურის გამოცდას შეძრვას არ უწოდებს. რადგან ის, ვინც მის შემოტევას შეიწყნარებს, უკვე შეძრულია. ოჰ, რაოდენ სათუთი სიყვარული აქვს პავლეს!2 მას არ ადარდებდა არც ჭირები და არც მზაკვრობანი. ვფიქრობ, მაშინ პავლე იქ, საბერძნეთში, დარჩა; როგორც ლუკა ამბობს: *...

სრულად ნახვა