მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 6:12

11. რაჲმე არს ძალი ჩემი, რამეთუ დავითმინო? ანუ რავდენ არს ჟამი ჩემი, რამეთუ თავს-იდვას სულმან ჩემმან.12. ნუუკუე ძალი კლდისა არსა ძალი ჩემი? ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი? ანუ მე არა მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან განმეშორა.13. განმწუართა მე წყალობაჲ მისი. მოღუაწებამან უფლისამან უგულებელს-მყო მე.
იობისა თავი 6
12. ნუუკუე ძალი კლდისა არსა ძალი ჩემი? ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი? ანუ მე არა მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან განმეშორა.
მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პარასკევს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო!

ერთი ძველისა სჯულისა წარჩინებული კაცი იობი, რომლისა სახელი და ცხოვრება ხშირად წაიკითხება აქ, განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა, მეცხრესა თავსა მისისა წიგნისასა ესრეთ იტყვის თავზე: მე თავის მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა. რას ნიშნავს, ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუ თუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას სიმართლით ეშინოდა მათგან? არა, ძმანო ჩემნო! იგი იყო კაცი მართალი და აღვსებული ქველის მოქმედებითა! იგი ესოდენ იყო კეთილი და კაცთმოყვარე, რომელ თანამედროენი მისნი იტყოდენ მას ზედა: იგი არის თვალი ბრმათათვის, ფერხი დავრდომილთათვის, საზრდო და ნუგეში მშიერთათვის. ამისათვისაც წმიდა ეკლესიაცა განგებ წინადაგვიგებს ჩვენ მისსა ცხოვრებასა დიდ მარხვაში, ვითარცა მაგალითსა მოთმინებისა და დიდისა სათნოებისა. ანუ იქნება თუმცა იგი მრავალთა კეთილთა საქმეთა ასრულებდა, გარნა ამასთანავე, ვითარცა კაცი, სუსტი შთავარდა მრავალთა ცოდვათა შინა. არა! მისი ცხოვრების აღწერაში არ არის ხსენებული, რომ მას ექმნას რომელიმე მძიმე ცოდვა. ამასთანავე იგი არ იტყვის: მე მეშინოდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის