მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 9:3

2. ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ ეგე ეგრე არს. ვითარმე უკუე იყოს კაცი მართალი წინაშე უფლისა?3. დაღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რათა არა სიტყუაუგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან,4. რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძლიერ არს და დიდ. ვინმე უკუე ფიცხელ იქმნა მის წინაშე და დაუთმო?
იობისა თავი 9
3. დაღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რათა არა სიტყუაუგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სასჯელში გამოვლენილი ღმრთის კაცთმოყვარეობა:

...ამასვე ითხოვს იობიც: თუმცა მასზე წერია „იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა“ (), იგი ამბობს: „იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა“ (); ხოლო როცა ღმერთი გამოეცხადა, თქვა: „პირზე მაქვს ხელი მიდებული“ (), მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი წინ იწვევდა და ეუბნებოდა: „ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“ (). იუდეველებსაც ამას საყვედურობს, როცა ამბობს: „რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ?“ () და „მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო“ (). ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უფრო მძიმე განაჩენი კი არ გამოიტანოს, არამედ ისინი საკუთარი ცოდვების შეგრძნებასა და აღიარებაში შეიყვანოს და შემდეგ შენდობა მისცეს, რათა ასე დაინახონ მისი კეთილმოქმედების სიდიდე.

ამიტ...

სრულად ნახვა