ისო ნავესი 1:6
5. არა დაგიდგეს კაცი წინაშე თქუენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ვითარ ვიყავ მოსეს თანა, ეგრეცა შენ თანა ვიყო. და არა დაგაგდო შენ და არცა უგულებელს-გყო შენ.6. განძლიერდი და მჴნე იყავ, რამეთუ შენ განუყო ერსა მას ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-იგი ვეფუცე მამათა თქუენთა მიცემად მათა.7. აწ განძლიერდი და მჴნე იყავ დამარხვად და ყოფად, რაჲ-იგი გამცნო შენ მოსე, მონამან ჩუენმან. და არა გარდააქციო შენ მათგან მარჯულ, არცაღა მარცხულ, რათა გულისხმა-ჰყო ყოველი, რასაცა იქმოდი.
ისო ნავესი თავი 1