ისო ნავესი 10:11
10. და შესულიბნა იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და შემუსრნა იგინი უფალმან შემუსრვითა დიდითა გაბაონს შინა და დევნა-უყვეს მათ გზასა აღსავალსა ბეთორონისასა და მუსრვიდეს მათ მიაზეკადმდე და მაკედადმდე.11. და რაჟამს ივლტოდეს იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა შთამართსა მას ბეთორონისასა, და უფალმან დასდვა მათ ზედა ქვაჲ სეტყჳსაჲ ზეცით გარდამო ვიდრე აზეკადმდე. და იყვნეს უმრავლეს მომკუდარნი იგი ქვითა სეტყჳსათა, ვიდრე რომელნი-იგი მოწყჳდნეს ძეთა ისრაჱლისათა მახჳლითა ბრძოლასა შინა.12. მაშინ იტყოდა ისო უფლისა მიმართ დღესა მას, რომელსა მოსცა უფალმან ღმერთმან ამორეველი ჴელთა ისრაჱლისათა, რაჟამს შემუსრნა იგინი გაბაონს შინა და შეიმუსრნეს პირისაგან ისრაჱლისა, და თქუა ისო: დადეგინ მზე გაბაონსა ზედა და მთოვარე ჴევსა ზედა იალონისასა, ვიდრემდის უბრძანო ერსა ამას.
ისო ნავესი თავი 10