ისო ნავესი 10:13
12. მაშინ იტყოდა ისო უფლისა მიმართ დღესა მას, რომელსა მოსცა უფალმან ღმერთმან ამორეველი ჴელთა ისრაჱლისათა, რაჟამს შემუსრნა იგინი გაბაონს შინა და შეიმუსრნეს პირისაგან ისრაჱლისა, და თქუა ისო: დადეგინ მზე გაბაონსა ზედა და მთოვარე ჴევსა ზედა იალონისასა, ვიდრემდის უბრძანო ერსა ამას.13. და დადგა მზე და მთოვარე დადგომით, ვიდრემდის სძლო უფალმან მტერთა მათთა. არა, აჰა, ესერა, ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სიმართლისასა? და დადგა მზე საშუვალ ცასა, არა ვიდოდა დასლვად სრულიად დღის ერთის.14. და არა იყო ესე მლევანი დღე პირველი, არცა დასასრული, ვითარმცა ისმინა ღმერთმან კაცისაჲ, რამეთუ უფალი ჰბრძოდა ისრაჱლისა თანა.
ისო ნავესი თავი 10