ისო ნავესი 10:25
24. და რამეთუ გამოიყვანნეს იგინი ისოჲსსა, მოუწოდა ისო ყოველსა ისრაჱლსა და წინამძღუართა ბრძოლისათა, რომელნი თანაუვიდოდეს მას და ჰრქუა მათ: მიდით და დაადგემდით ფერჴთა თქუენთა ქუედთა ზედა მათთა. და მივიდეს და დაადგნეს ფერჴნი მათნი ქედთა ზედა მათთა.25. და ჰრქუა მათ ისო: ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შესძრწუნდებით! მჴნე იყვენით და განძლიერდით! რამეთუ ესრე უყოს უფალმან ყოველთა მტერთა თქუენთა, რომელთა ჰბრძავთ თქუენ მათ.26. და მოწყჳდნა იგინი ისო და ვითარცა მოჰკიდნა იგინი ხუთთა ძელთა. და იყვნეს იგინი დამოკიდებულ ძელსა ზედა მიმწუხრადმდე.
ისო ნავესი თავი 10