ისო ნავესი 11:8
7. და მოვიდა ისო და ყოველი ერი მბრძოლი მათ ზედა წყალსა მას მერომისასა მეყსეულად და დაესხა მათ მთასა შინა.8. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა და მოსწყუედდეს მათ და სდევნიდეს მათ სიდონადმდე დიდად და მასრეფოთ მაიდმდე და ვიდრე ველთა მოსეფათისათა აღმოსავალით კერძო. და მოსრნეს იგინი და არა დაუტევეს მათგანი განრინებული.9. და უყო მათ ისო, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰუნეთა მათთა დაჰკუეთნა კირნი და ეტლები მათი დაწუა ცეცხლითა.
ისო ნავესი თავი 11