ისო ნავესი 15:9
8. და აღვალს საზღვარი ჴევსა ენომისასა იებულსთად, ესე არს იერუსალჱმი, და განვლენ საზღვარნი თხემით კერძო მთისად, რომელ არს პირით კერძო ჴევსა ენომისა ზღუად მიმართ, რომელ არს ერთკერძო ქუეყანასა ჰრაფაინისასა ჩრდილოჲთ კერძო.9. და განვალს საზღვარი თავისაგან მთათასა წყაროსა ზედა წყლისა აფთოჲსასა და განვლენ საზღვარნი ეფრონისნი, და განაწიოს საზღვარი ბალად (ესე არს ქალაქი იარიმი).10. და მი-გარე-ვლოს საზღვარმან ბაალით ზღუად კერძო მთასა სეირასა, და გარეწარვლოს ზურგით კერძო ქალაქი იარიმი ჩრდილოჲთ კერძო (ესე არს ქასალონი) და შთავიდეს მზისქალაქად კერძო და გარეწარვლოს ბღუარით კერძო.
ისო ნავესი თავი 15