ისო ნავესი 17:3
2. და იყო ძეთა მანასესთა სხუათა ტომად-ტომად მათა ძეთა აქიეზერისთა, და ძეთა ქეზეკისთა, და ძეთა იერეელისთა, და ძეთა სექემისთა, და ძე სემემირაესთა. ესე იყვნეს ძენი ტომად-ტომად მათა.3. და სალფაათს, ძესა სოფერისსა, არა ესხნეს მას ძეებ, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპაადისთა: მაალი, და ნუსა და ეგლა, და მელქა და თესრა.4. და წარდგეს წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ისოჲსა, ძისა ნავჱსა, და წინაშე მთავართა და თქუეს: ღმერთმან ამცნო ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა სამკჳდრებელი შორის ძმათა ჩუენთა და სცეს მათ ნაწილი ბრძანებითა უფლისათა შორის ძმათა მამისა მათისათა.
ისო ნავესი თავი 17