ისო ნავესი 18:15
14. და შთავიდეს საზღვარნი ატაროთით ადარდ მთად კერძო, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთორონი ქუეყანაჲ. და განვლნეს საზღვარნი და გარეწარვიდეს ერთკერძო, რომელ მიაქცევს ზღუად კერძო ბღუარით კერძო მთისა პირთა ბეთორონ ლიბანსა. და იყოს გამოსავალი მისი კარითბაალდ (ესე არს კარითიმი, ქალაქი ძეთა იუდაჲსთა), ესე არს ნაწილი ზღჳთ კერძო.15. და ნაწილი ბღუარით კერძო ნაწილად კარიათბაალით. და განვიდეს საზღვარნი გაიდდ წყაროსა ზედა წყლისასა ნაფთოჲსასა.16. და შთავიდეს საზღვარნი ზოგსა ზედა მთისასა, რომელ არს პირით კერძო მაღნარსა ძისა ენუმისთა, რომელ არს ერთკერძო ემეკრაფაინსა: ჩრდილო და შთავიდეს გეონომდ, ზურგით კერძო იებუსისსა, ბღუარით კერძო და შთავიდეს წყაროსა ჰრუგელისასა.
ისო ნავესი თავი 18