ისო ნავესი 19:50
49. და დაასრულეს ქუეყანაჲ იგი დამკჳდრებად საზღვრად-საზღვრად მათა. და ამორეველი დაშთა დამკჳდრებად აელომს და სალამიდს შინა. და დამძიმდა ჴელი ეფრემისი მათ ზედა. და ექმნეს მათ იგი მოჰარკე და წარვიდეს მოხილვად ქუეყანისა და საზღვართა მათთა. და სცეს ძეთა ისრაჱლისათა ნაწილი ისოს ძეთა ნავესთა მათ შორის ბრძანებითა უფლისათა.50. და მისცა მას ქალაქი, რომელ ითხოვა, თამნათსარაჲ, რომელ არს მთასა ეფრემისასა და აღაშენა ქალაქი და დაეშენა მუნ.51. ესე არს განყოფაჲ, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო, და ისო ნავესი და მთავართა ტომთა ნათესავთა ისრაჱლისათა წილით სედომს შინა წინაშე უფლისა კართა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და წარვიდეს მოხილვად ქუეყანისა.
ისო ნავესი თავი 19