ისო ნავესი 22:8
7. და ზოგთა ნათესავთა მანასესთა მისცა მოსე ბასანი და ზოგთა მისცა ისო მამათა მათთა წიაღმო იორდანესა ზღჳსკიდესა. და რაჟამს წარავლინნა იგინი ისო სახიდ მათა, აკურთხნა იგინი.8. და თქუა: ფასითა მრავლითა წარვიდენ სახიდ მათა. და საცხოვარი მრავალი ფრიად, და ვეცხლი, და ოქროჲ, და რვალი, და რკინა და სამოსელი ჯეკმა ფრიად განიყვეს ნატყუენავი მტერთა მათთა ძმათა მათ თანა.9. და წარვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა მანასესნი ძეთა ისრაჱლისათაგან სელოჲთ ქუეყანით ქანაანისათ მისლვად ქუეყანად გალადისად სამკჳდრებელად მათა, რომელ-იგი დაემკჳდრა ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
ისო ნავესი თავი 22