ისო ნავესი 23:15
14. ხოლო მივალ გზასა ჩემსა, ვითარცა ყოველნი, რომელ არიან ქუეყანასა ზედა და სცნათ გულითა თქუენითა და სულითა თქუენითა, რამეთუ არა დააკლდა სიტყუაჲ ერთი ყოველთაგან სიტყუათა, რომელნი თქუნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან თქუენდამო. ყოველი მოიწია თქუენდა, ერთიცა არა დააკლდა მათგანი.15. და იყოს, ვითარცა მოვიდეს თქუენ ზედა ყოველი ესე სიტყუაჲ კეთილი, რომელი თქუა უფალმან ღმერთმან თქუენ ზედა; ეგრეთვე მოავლინოს თქუენ ზედა უფალმან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი, ვიდრემდის არა მოისრნეთ თქუენ ქუეყანისა ამისგან კეთილისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.16. რაჟამს გარდაჰჴდეთ თქუენ აღთქუმასა უფლისა ღმრთისა თქუენისასა, რომელი გამცნო თქუენ და მიხჳდეთ მსახურებად ღმერთთა უცხოთა, თაყუანის-ცემად მათა, და განრისხნეს თქუენ ზედა უფალი და წარსწყმდეთ ადრე-ადრე ქუეყანით.
ისო ნავესი თავი 23