ისო ნავესი 4:9
8. და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს. და აღიხუნეს ათორმეტნი საშუვალ იორდანესა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს დასრულებასა მას წიაღსლვისასა ძეთა ისრაჱლისათასა და წიაღიხუნეს მათ თანა ბანაკად. და დასხნეს იგინი მუნ.9. და აღჰმართნა ისო სხუანი ათორმეტნი ქვანი იორდანესა შინა ადგილსა, მას, სადა დადგეს ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და არიან მუნ დღეინდელად დღედმდე.10. და დადგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისაჲ, იორდანუსა შინა, ვიდრე დაასრულა ისო ყოველი, რავდენი ამცნო უფალმან ისოს თხრობად ერსა მას, და ისწრაფა ერმან მან და წიაღჴდა.
ისო ნავესი თავი 4