ისო ნავესი 8:2
1. და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები! წარიყვანენ შენ თანა ყოველნი კაცნი მბრძოლნი. აღდეგ და აღვედ გაიდ. აჰა, ესერა, მე მიმიცემიეს ჴელთა შენთა მეფე გაისაჲ და ქუეყანაჲ მისი.2. და ჰყო გაი და მეფე მისი, ვითარცა ჰყავ იერიქოსა და მეფესა მისსა. და ნატყუენავი მისი და ცხოვარი მისი მოიტყუენო შენდად, ხოლო დაადგინენ შენ მზირნი უკუანა ქალაქისა.3. და აღდგა ისო და ყოველი ერი მბრძოლი აღსლვად გაიდ და წარარჩია ისო ოცდაათი ათასი კაცი ძლიერი ძალითა და წარავლინნა იგინი ღამე.
ისო ნავესი თავი 8