ისო ნავესი 8:20
19. და დადარანებულნი იგი აღდგეს ადგილით მათით. და გამოჴდეს, ვითარცა განყარა ჴელი, და შევიდეს ქალაქად და დაიპყრეს იგი, და ისწრაფეს და მოწუეს ქალაქი იგი ცეცხლითა.20. და უკუნიხილეს მკჳდრთა გაისთა უკუანა მათსა და ხედვიდეს კუამლსა აღმავალსა ქალაქისასა ზეცად. და არღარა უღირდა, ვიდრემცა ივლტოდეს აქა, ანუ იქი და ერი იგი, რომელ ივლტოდა უდაბნოდ, აღდგეს მდევართა მათ ზედა.21. და ისო და ყოველმან ისრაჱლმან იხილეს, რამეთუ დაიპყრეს დადარანებულთა ქალაქი და რამეთუ აღჴდა კუამლი ქალაქისა ზეცად, მოაქციეს და მოსრნეს კაცნი იგი გაისისანი.
ისო ნავესი თავი 8