ისო ნავესი 8:32
31. რამეთუ ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, საკურთხეველი ქვათა ცოცხალთაჲ, რომელთა ზედა არა დაცემულ არს რკინაჲ. და შეწირა მუნ მრგულიად დასაწველი უფლისა და მსხუერპლი ცხორებისაჲ.32. და დაწერა ისო ქვათა მათ ზედა მეორე შჯული, შჯული მოსესი, რომელ დაწერა წერითა ისრაჱლისათა.33. და ყოველი ისრაჱლი და მოხუცებულნი მათნი და მსაჯულნი მათნი და მწიგნობარნი მათნი თანაუვიდოდეს იმიერ და ამიერ წინაშე კიდობნისა. და მღდელთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და მოქცეულნი და მკჳდრნი, და იყვნეს ზოგნი მახლობელად მთასა ბარიზინსა და ზოგნი მათნი მახლობელად მთასა გებალსა, ვითარცა ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, კურთხევად უფლისა ისრაჱლისა პირველად.
ისო ნავესი თავი 8