ივდითისა 1:13
12. და განრისხნა ნაბოქოდონოსორ ჟამსა მას ქუეყანასა ზედა ფრიად ,და ფუცა საყდარსა და სუფევასა თჳსა უკუეთუ არა შური ვიძიო ყოველთა საზღვართა კილიკიასათა და დამასკესათა და ასურეთისა მოწყუედად მახჳლითა ჩემითა და ყოველთა მკჳდრთა მოაბისათა, ძეთა ამონისათა, და ყოველსა იდუმიასა და ყოველთა ეგჳპტისათა ვიდრე მოსლვამდე საზღვართა ორთა ზღჳსათა.13. და ეწყო თჳსითა ერითა არფაქსად მეფესა უჟიკეთასა წელსა მეჩჳდმეტესა. განძლიერდა ბრძოლასა მისსა და მოიქცა ყოველი ერი არფაქსადისი, ყოველი ცხენები მისი და ყოველი ეტლები მისი.14. და ეუფლა ქალაქებსა მისსა და მიიწია ვიდრე ეგბატანამდე. და დაიპყრა გოდოლი იგი და წარმოტყუენა უბანნი მისნი და სამკაული მისი და დადვა საყუედრელად.
ივდითისა თავი 1