ივდითისა 1:6
5. და ყო ბრძოლა მათ დღეთა შინა ნაბოქოდონოსორ მეფემან ასურასტანისამან მეფისა თანა არსაქსადისა ველსა მას დიდსა ზედა, ესე არს საზღვართა რაგავისთა.6. და შეემთხჳნეს მას ბრძოლად ყოველნი მკჳდრნი მთით კერძონი და ყოველნი მკჳდრნი ევფრატისნი. და ტიგრისისნი და ვიდასპესანი და ველისა არეოქისანი, რომელნი არიან მეფისა ელვიმელთასა. და შეკრბა თესლები მრავალი ფრიად განწყობად ძეთა ქელეუდისთა.7. და წარავლინა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანის-მან, ყოველთა მიმართ მკჳდრთა სპარსეთისათა და ყოველთა მკჳდრთა მზისა დასავლისათა და მკჳდრთა კილიკიასათა, დამასკისათა და ლიბანისათა და ყოველთა დამკჳრებულთა ზღჳსპირისათა,
ივდითისა თავი 1