ივდითისა 10:12
11. და ვიდრე გარდავიდა ღელესა მას მართლ და არღარა იხილეს. და მოეგებოდეს მას მჴუმილავნი იგი ასურასტანისანი.12. და შეიპყრეს იგი და ჰკითხვიდეს მას: ვიეთი ხარ და ვინა მოხვალ და ვიდრე ხვალ? და ჰრქუა მათ ივდით: ასული ვარ მე ებრაელთა და ვივლტვი, რამეთუ მოცემულ არიან იგინი თქუენდა შესაჭმელად.13. და მოვალ წინაშე ჰოლომფორესა, ერისთავისა მის ძლიერებისა თქუენისასა, თხრობად მისსა სიტყუათა ჭეშმარიტებისათა და უჩუენოთ მათ გზა, ვინა შევიდეს და ეუფლოს მას ყოველსა მთითკერძოსა და არა წარწყმდეს კაცთა ამათგანი ჴორციელი ერთი, არცა სული.
ივდითისა თავი 10