ივდითისა 10:2
1. და იყო, ვითარცა დასცხრა ღაღადებისაგან უფლისა მიმართ ღმრთისა ისრაჱლისა და აღასრულნა ყოველნი სიტყუანი ესე. და აღდგა თაყუანისცემისაგან თჳსისა.2. და მოუწოდა შიმუნვარსა თჳსსა და განვიდა სახიდ თჳსსა, რომელსა შინა იყოფინ დღესა შაბათსა დღესასწაულთა მისთა.3. განიძარცვა ძაძა იგი, რომელ ემოსა ქურიობისა მისისა, და განიბანა გუამი წყლითა და იცხო ნელსაცხებელი ჴშირი და განითხზა სამკაულად თმა თჳსი და დაიდგა თავსა ხოირი და შეიმოსა სამოსელი სიხარულისა მისისა, რომლითა შეიმოსის ცხორებასა მანასესა, ქმრისა თჳსისასა.
ივდითისა თავი 10