ივდითისა 10:4
3. განიძარცვა ძაძა იგი, რომელ ემოსა ქურიობისა მისისა, და განიბანა გუამი წყლითა და იცხო ნელსაცხებელი ჴშირი და განითხზა სამკაულად თმა თჳსი და დაიდგა თავსა ხოირი და შეიმოსა სამოსელი სიხარულისა მისისა, რომლითა შეიმოსის ცხორებასა მანასესა, ქმრისა თჳსისასა.4. და შეისხნა ჴამლნი მოოქროვილნი ფერჴთა მისთა და შეისხნა სამკლავენი და სავლტენი და ბეჭედი და საყურნი და ყოველი სამკაული მისი და. შეიმკო თავი თჳსი ფრიად საცთუნებელად მამაკაცისა თუალთა, რომელთა იხილონ იგი.5. და აჰკიდა შიმუნვარსა მას თხიერაკითა ღჳნო და კოკით ზეთი და პური წმიდითა ყოვლითა და ყოველი ჭურჭელი მისი, და აჰკიდეს მას.
ივდითისა თავი 10