ივდითისა 10:9
8. და ჰრქვეს მას: განვედ მშჳდობით, უფალი ღმერთი იყავნ შენ თანა წინაშე შენსა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა, ღმერთმან მამათა ჩუენთამან მოგეცინ შენ მადლი და აღასრულენ ზრახვა შენი სიქადულად ძეთა ისრაჱლისათა და აღსამაღლებელად იერუსალჱმისა. და ივდით თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა ღმერთსა.9. და ჰრქუა მაო ივდით: ყავნ აწ უფალმან ღმერთმან სიტყუათა თქუენთაებრ და პოვენ მადლი მჴევალმან მისმან წინაშე თუალთა მისთა. აწ უკუე მიბრძანე მე განხუმად ბჭეთა ქალაქისათა და განვიდე აღსრულებად სიტყუათა, რომელთა იტყოდეთ ჩემ თანა. და უბრძანეს ჭაბუკთა მათ, რათა განუხუნენ მას ბჭენი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ.10. და განვიდა ივდით და მჴევალი მისი მის თანა ქალაქით და ხედვიდეს მას კაცნი იგი ქალაქისანი, ვიდრე გარდამოვიდოდეს მთასა მას.
ივდითისა თავი 10