ივდითისა 11:15
14. რამეთუ მჴევალი შენი ღმრთისმსახურ ვარ და ვმსახურებდა მე ღმერთსა ცათასა და ყოვლისა ქუეყანისა უფალსა. და აწ მე შენს წინაშე, უფალო, განვიდოდი ღამედ და ღამედ მჴევალი შენი ჴევსა ამას და ვილოცევდე ღმრთისა მიმართ.15. და მითხრას მე, ოდეს-იგი იქმნეს ცოდვა მათი, მოვიდე და გაუწყო ცოდვა იგი მათი და განხჳდე ყოვლითა ძალითა შენითა და არა ვინ წინა აღგიდგეს შენ მათგანი. და მიგიყვანო შენ შორის ჰურიასტანსა ვიდრე მისლვადმდე წინაშე იერუსალჱმსა და დავდგნე საყდარნი შენნი შორის მათსა. და მოიყვანნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა არნ მწყემსი, და არა განძრას ძაღლმან ენა თჳსი წინაშე შენსა.16. რამეთუ ესე მომეთხრა მე წინასცნობითა ჩემითა განგებითა ღმრთისათა.
ივდითისა თავი 11