ივდითისა 12:11
10. და იყო დღესა მას მეოთხესა, და ყო ჰოლომფორნე სუმა მონათა თჳსთა თანა ხოლო. და არავის უწოდა წოდებისა მისებრ, ვითარ-იგი ჴმდა და ჰრქუა ბაგუას, საჭურისსა თჳსსა, რომელი იყო ზედამდგომელი ყოველთა მონაგებთა მისთა: მივედ და არწმუნე დედაკაცსა მას ებრაელსა, რომელ არს შენ თანა, ჭამად და სმად ჩუენ თანა.11. აჰა ესერა, საკიცხელ არს პირისა ჩემისა, უკუეთუ ესევითარი დედაკაცი ეგრეთ განუტეოთ. ვაცადოთ და არა ვეზრახნეთ მას, უკუეთუ არა მოვაქციოთ იგი ჩუენდა, გამკიცხნეს ჩუენ.12. და განვიდა გაგუა პირისაგან ჰოლომფორნესა და შევიდა მისა და ჰრქუა: ნუუკუე გცონინ მჴევალსა მაგას კეთილსა მოსლვად უფლისა ჩუენისა. რათა იდიდო მის წინაშე და სუა ჩუენ თანა სიხარულით ღჳნო. და იქმნე ჩუენ თანა, ვითარცა ასული ასურასტანელთა დღესა ამას ერთსა, რომელნი წინაშე დგანან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა?
ივდითისა თავი 12