ივდითისა 13:6
5. და ჰრქუა ივდით მჴევალსა თჳსსა, რათა დადგეს გარეშე სასუენებელისა და სცვიდეს გამოსლვასა მისსა, რათა არა ვინ იყოს შორის მათსა, ვითარცა-იგი ყვის დღითი დღედ. და ვითარცა განვიდა, თქუა ლოცვა და ბაგუას ეტყოდა სიტყუათა მათვე.6. და წარვიდეს ყოველნი და არა ვინ დაშთა სასუენებელსა მას შინა მცირითგან დიდადმდე. და ივდით დგა ცხედარსა მისსა თანა და თქუა გულსა შინა თჳსსა: უფალო ღმერთო ყოვლისა ძლიერებისაო, მოიხილე ჟამსა ამას ჴელთა ჩემთა აღსამაღლებელად იერუსალჱმისათჳს,7. რამეთუ აწ არს ჟამი შეწევნისა სამკჳდრებელისა შენისა და საქმისა ამის განზრახვისა ჩემისა, მოსრვად მტერთა ჩემთა, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა. განმაძლიერე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა!
ივდითისა თავი 13