ივდითისა 14:7
6. და ვითარცა იხილა აქიორ ყოველივე, რაოდენი უყო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა, ჰრწმენა ღმერთი და წინადაეცვითა ჴორცი წინადაცვეთილებისა მისისა. და შეეშინა სახლსა ისრაჱლისასა ვიდრე დღენდელად დღემდე.7. და იყო, ვითარცა ცისკარი აღმოვიდენ, დამოჰკიდეს თავი ჰოლომფორესი ზღუდესა ზედა. და აღიღო ყოველმან კაცმან საჭურველი თჳსი და აღვიდეს გუნდად და გუნდად აღსავალსა მას მთისასა. ხოლო ძეთა ასურთა ვითარცა იხილეს იგინი, მიმოავლინეს მთავართა მათთა ერისთავთა და ათასისთავთა და ყოველთა მთავართა მათთა.8. და ვითარცა მოვიდეს მჴმილავნი, მოისწრაფეს კარვად ჰოლომფორესა.
ივდითისა თავი 14