ივდითისა 15:5
4. გარემო ბეტულასასა, აღიძრნეს სივლტოლად. და მაშინ ძენი ისრაჱლისანი. ყოველი კაცი მებრძოლი მათგანი განეფინნეს მათ ზედა დევნად.5. წარავლინნა ოზია მოციქულნი ბეტომათემად და აბელმაემად და ქობად და კოლად და ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა, რათა უთხრან ყოველი, რომელი იქმნა, რათა ყოველნი გამოეფინნენ მტერთა მათ თანა მოსრვად მათად.6. და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, გამოეფინნეს მათ ზედა ყოველნი ერთბამად და მიეტევებოდეს მათ, მოსრვიდეს დიდად ფრიად სოფლებსა ვიდრე ქობადმდე. ეგრეთვე იერუსალჱმელნი მოიწივნეს და ყოველთა მათგან მიერ კერძოთა მთათა, რამეთუ მიუთხრეს მათ, რა-იგი იქმნა ბანაკსა მტერთა მათთასა და რომელნი იყვნეს გალადს, უმეტეს განძლიერდებოდეს მათ ზედა და რომელნი იყვნეს გალილიას, დევნა უყვეს მას. და იყო ასურასტანელთა მათ ზედა წყლულებაჲ დიდი, ვიდრე თანაწარჴდეს დამასკეს და საზღვართა მისთა.
ივდითისა თავი 15