ივდითისა 2:12
11. და გამოვიდა ნინევით იგი და ყოველი ძალი მისი სლვად და წინა განსლვად მეფისაგან ნაბუქოდონოსორისა დაფარვად ყოველი პირი ქუეყანისა მზისა დასავალად კერძო ეტლებითა და მჴედრებითა და მკჳრცხლითა რჩეულითა და მრავალი ნართევი ერი, თანა გამოერთო მათ სიმრავლე, ვითარცა მკალთა და ვითარცა ქჳშა ზღჳსა და სიმრავლე მათი, რამეთუ არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისა.12. და განვიდეს ნინევით გზასა სამისა დღისასა პირსა წინაშე ველისა მის ბეკთაილისასა მახლობელად მთასა მას მარცხენით ზენასა კილიკიასა და წარიყვანა ყოველი ერი მისი მკჳრცხლი და მჴედარი და ყოველი ეტლები მისი და წარვიდა მიერ მთად კერძო.13. და მოსრნა ფოდელნი და ლუდენი და წარმოტყუენა ყოველნი ძენი რასინისნი და ძენი ისმეილისნი, რომელნი მკჳდრ იყვნეს წინაშე პირისა უდაბნოსასა სამხრით კერძო ქუეყანისა მის ქელკონისასა.
ივდითისა თავი 2