ივდითისა 2:16
15. და დაიპყრნა საზღვარნი კილიკიასანი და მოსრა ყოველი, რომელნი წინააღუდგენ მას და მოიწია ვირდე საზღვრადმდე იაფეთისა სამხრით წინაშე პირსა არაბიისასა.16. და მოიცვნა ყოველნი ძენი მადიამისნი და მოწუა კარავები მათი და წარმოიღო არვეები მათი.17. და შემოვიდა ველად დამასკესა დღეთა მკისა იფქლისათა და მოწუა ყოველი ყანები მათი და ველები მათი განრყუნა და აგარაკები მათი და სამწყსო და მროწეული მათი მისცა განსარყუნელად და ქალაქნი მათნი წარტყუენნა და ყანობირი მათი განაბნია და ყოველი ჭაბუკი მათი მოსრა პირითა მახჳლისათა.
ივდითისა თავი 2