ივდითისა 3:2
1. და მიავლინეს მისა მოციქულნი სიტყჳთა მშჳდობისათა და ჰრქუეს.2. აჰა ესერა, ჩუენ მონანი ნაბუქოდონოსორისნი, მეფისა დიდისანი, შენ წინაშე ვართ. მიმსახურენ ჩუენ, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა. ბ.3. აჰა ესერა, საყოფელნი ჩუენნი და ყოველნი ღელენი საიფქლენი სამწყსონი ჩუენნი და მროწეულნი და ყოველნი ბანაკნი აგარაკთა ჩუენთანი წინაშე შენსა არიან. იჴმიენ იგინი, ვითარცა სათნო არს წინაშე შენსა, და საყოფელნი ჩუენნი და მკჳდრნი მათ შინა მონანი შენნი არიან. მოვედ და დაიპყრენ იგინი, ვითარცა სათნო არს თუალთა შენთა.
ივდითისა თავი 3