ივდითისა 7:3
2. და აღჭურა ყოველი კაცი ძლიერი მას დღესა შინა და ძალი მათი კაცთა ძლიერთა მბრძოლთა მკჳრცხლი ასსამოცდაათი ათასი და მჴედართა ოცდაორი ათასი თჳნიერ ჭურჭლისა მათისა და კაცთა მათ მკჳრცხლთა, რომელნი იყენეს მათ შორის თანამავალი სიმრავლე ფრიად.3. დაიბანაკეს ღელესა მას მახლობელად ბეტულისა, წყაროსა ზედა, განეფინნეს სივრცედ დოთაიმად კერძო ვიდრე ბალმანადმდე და სიგრძე ბეტულად ვიდრე კეემონადმდე, რომელ არს წინაშე ეზრექუნსა.4. ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ვითარცა იხილეს სიმრავლე იგი მათი, შეშფოთნეს ფრიად და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა: აწ აჴოცონ მათ პირი ყოვლისა ქუეყანისა, არცა მთანი მაღალნი, არცა ბორცუნი, არცა ჴევნები დაუდგეს მათსა დიდსა სიმრავლესა.
ივდითისა თავი 7