ივდითისა 7:9
8. და მოუჴდეს მას ყოველნი მთავარნი, ძენი ამონისნი, და ყოველნი ერნი და წინამძღუარნი ერისა მოაბისნი და ერისთავნი ზღჳსკიდისანი და ჰრქუეს:9. ისმინენ სიტყუაჲ ჩუენი უფალმან ჩუენმან და შეუბრძოლელად დავიპყრათ, რამეთუ ღაადგინენ მცველნი წყაროთა წყალთასა, რათა ვერღარა სვან. და იძლივნენ იგინი და უმახჳლოდ მოისრნენ. და ნანდვილვე შეიწრებულთა მოგცენ ქალაქი მათი, რომელ დაშენებულ არნ მთათა ზედა მაღალთა და ესვენ სიმაგრესა მათსა.10. და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მათნი წინაშე ჰოლომფორნესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა. და განაწესეს ყოფად, ვითარცა-იგი იტყოდეს და წარიტრა ბანაკი ძეთა ამონისთა და დაადგინა ას-ასეულად.
ივდითისა თავი 7