ივდითისა 8:14
13. რამეთუ სიღრმე გულისა კაცისა ვერ სცნით და სიტყუასა გონებისა მისისასა ვერ ეწივნით. და ვითარ ღმრთისა გონებასა მისწუდეთ, რამეთუ შექმნა ესე ყოველი? მან იცის, რა-იგი უზრახავს თქუენთჳს, და გონებაჲ მისი სცნათ და ზრახვანი გამოიცადნეთ? ნუსადა, ძმანო, ნუსადა განარისხებთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.14. უკუეთუ არა უნდეს ხუთთა ამათ დღეთა შეწევნად ჩუენდა, მას ჴელეწიფების ნეფსით თჳსით, და-ღა-თუ დამიფარნეს ჩუენ, რომელთა შინა უნდეს დღეთა, მან იცის, და-ღა-თუ მოგუწყჳდნეს წინაშე მტერთა ჩუენთა. მასვე აქუს ჴელმწიფება და ვინმე ჰრქუას მას: რა ესე ყავა?15. არამედ თქუენ ნუ გამოსცდით ზრახვასა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს ღმერთი, ვითარცა აბრალა, არა თუ ვითარცა ძე კაცისა, ვითარცა შეურაცხ-ვინმე-ყო იგი.
ივდითისა თავი 8