ივდითისა 8:22
21. და აწ, ძმანო, უჩუენოთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ ჩუენდა გამოკიდებულ არიან სულნი მათნი, სიწმიდე და ტაძარი და საკურთხეველი დამტკიცებულ არს ჩუენ შორის. ამის ყოვლისათჳს მადლი მივსცეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რომელი გამოგუცდის ჩუენ, ვითარცა-იგი მამათა ჩუენთა.22. მოიჴსენეთ, რაოდენი უყო მამასა ჩუენსა აბრაჰამს და რაოდენგზის განიცადა და ღმრთისმოყუარე იქმნა.23. ეგრეთვე ისაკი და იაკობი და მოსე და ყოველნივე, რომელნი შეესაკუთრეს ღმერთსა, რომელთა მოითმინეს ტანჯვანი მრავალნი და სარწმუნო იქმნეს.
ივდითისა თავი 8