ივდითისა 8:9
8. და არავის ესმინა მათთჳს სიტყუაჲ ბოროტი, რამეთუ მოშიშ იყო ღმრთისა ფრიად.9. და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესევითარნი ერისანი მთავრისა მიმართ, რამეთუ სულმოკლე იქმნეს წყლისა ნაკლულევანებითა, და ესმეს ივდითს ყოველნი ესე სიტყუანი, რომელთა იტყოდა ოზია ერისა მიმართ და ვითარიგი ეფუცა მათ, ვითარმედ განსცეს ქალაქი შემდგომად ხუთისა დღისა ასურასტანელთა მათ. და მიავლინა შიმუნვარი თჳსი, რომელი ზედამდგომი იყო და მოღუაწე ყოველთა მონაგებთა მისთა, და მოუწოდა ოზიას მღდელსა და ქაბრის და ქარმის, მოხუცებულთა ყოველთა ქალაქისა მისისათა.10. და მოვიდეს მისა და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ დამკჳდრებულთა ბეტულასთა, რამეთუ არა სამართალ არს სიტყუაჲ ეგე თქუენი, რომელსა იტყოდეთ წინაშე ერისა. დაამტკიცეთ ფიცით, რომელსა-იგი იტყოდეთ წინაშე ღმრთისა შორის თქუენსა და თქჳთ გაცემა ქალაქისა ღმრთისა ჩუენისა მტერთა ჩუენთა, უკუეთუ არა, მათ შინა მოაქციოს თქუენდა ღმერთმან შეწევნა.
ივდითისა თავი 8