მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ივდითისა 9:2

1. ხოლო ივდით დავარდა პირსა ზედა და გარდაისხა ნაცარი თავსა მისსა და განიძარცვა ძაძა, რომელი ემოსა გუამსა მისსა. და იყო მაშინ ოდენ შეწირულ იერუსალჱმს სახლსა უფლისასა საკურთხეველი მწუხრისა. ღაღადყო ივდით ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმრთისა და თქუა:2. უფალო ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისაო, რომელმან მიეც მახჳლი ჴელსა მისსა შურის-საგებელად უცხოთესლთა,3. რომელთა განჴსნეს საშო ქალწულებისა შეგინებად და განაშიშულეს ჴორცნი შეგინებად სარცხჳნელად და საყუედრელად, რამეთუ სთქუ: არა ეგრე იყოს ამისთჳს, რამეთუ უსჯულო იქმნეს სისხლისა მიმართ ქალწულისა. და მოსცენ მთავარნი მათნი კლვად და სარეცელი მათი, რომელსა ზედა ქმნეს საცთური მათი, რომელსა სცთეს, სისხლად და მოისრნეს მონანი ძლიერთაგანი და ძლიერნი საყდართა ზედა მათთა. და მოსცენ ცოლნი მათნი ტყუედ და ასულნი მათნი წარსატაცებელად და ყოველი ნაყოფი მათი აღსაჭრელად ძეთა შეყვარებულთა შენთა მიერ, რომელთა შეიშურეს შური შენი და მოიძაგეს შეგინებაჲ სისხლისა მათისა და შენ გხადოდეს შემწედ, ღმერთო მამისა ჩუენისა სჳმეონისაო და ლევისო, ღმერთო აბრაჰამისაო, ისაკისაო და იაკობისაო, ღმერთო, ღმერთო ჩუენო, ისმინე ჩემი ქურივისა,
ივდითისა თავი 9
2. უფალო ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისაო, რომელმან მიეც მახჳლი ჴელსა მისსა შურის-საგებელად უცხოთესლთა,

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის