მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლევიტელთა 19:1

1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:2. ეტყოდე შენ კრებულსა მას ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქუენი.
ლევიტელთა თავი 19
1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ი̂ჱ. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი (13,9).:

...მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი (13,9).

თარგმანი: ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, არა ესრეთ ლიტონად აღმასრულებელად, არამედ ესრეთ უწოდს სიყუარულსა, ვითარმედ: და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა თავდგმულ იქმნების, ესე იგი არს ლევიტელთა წიგნისაგან შემოღებულითა წღ- "შეიყუარო მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი" (), რომელ არს მცირითა სიტყჳთა არა ხოლო სავსე, არამედ თავდგმულ ყოფაჲცა ყოველთა სათნოებათაჲ, რამეთუ დასაბამი და აღსასრული მცნებათაჲ სიყუარული არს.

მოციქულისაჲ: სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს (13,10).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ორივე აქუს სიყუარულსა? — განდევნაჲ ბოროტთაჲ და მოწოდებაჲ კეთილთაჲ, რამეთუ, რომელ-იგი მოყუასსა ბოროტსა არა უყოფს; ესე ბოროტთა განდევნაჲ არს. ხოლო ვინაჲთგან შჯულისა აღმასრულებელ არს ესე, — ყოველთა კეთილთა მოწოდებაჲ არს, რამეთუ ყოველივე შჯულისა მოსწრაფებაჲ ესე იყო, რაჲთა მოყუასსა კეთილი უყოს და ურთიერთას დააგნეს და დაამშჳდნეს ნათესავნი ძეთა კაცთანი.

სრულად ნახვა